იაგო ხვიჩია - დოკუმენტზე ხელმოწერა ჩათლახობის აქტია და დღეს პოლიტიკური უმანკოების უკანასკნელი ბასტიონი დაეცა ნაცების სახით
იაგო ხვიჩია - დოკუმენტზე ხელმოწერა ჩათლახობის აქტია და დღეს პოლიტიკური უმანკოების უკანასკნელი ბასტიონი დაეცა ნაცების სახით

დოკუმენტზე ხელმოწერა ჩათლახობის აქტია და დღეს პოლიტიკური უმანკოების უკანასკნელი ბასტიონი დაეცა ნაცების სახით, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს.

„სულ ორი ვარიანტი გამოდის: 1. დოკუმენტზე თავიდანვე ხელის მომწერები კაი ხალხი ვიყავით, სწორად ვიქცეოდით, მაგრამ ტყუილად გვაბრალებდნენ ჩათლახობას. ამ დაშვების შემთხვევაში, ამას სპეციალურად აკეთებ, თუ უცოდინრობისგან გეშლება, მობოდიშების აუცილებლობას ეს არ ცვლის.

2. ზოგადად, დოკუმენტზე ხელმოწერა ჩათლახობის აქტია და დღეს პოლიტიკური უმანკოების უკანასკნელი ბასტიონი დაეცა ნაცების სახით. თქვენ როგორ ფიქრობთ?“, – წერს იაგო ხვიჩია.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს აწერს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტი 19 აპრილს გაფორმდა. შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ ხელმოწერა ორბელიანების სასახლეში გაიმართა. ამასთან, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ არ შეუერთდა დოკუმენტს. მოგვიანებით, „ქართულმა ოცნებამ“ დოკუმენტის ანულირების შესახებ განაცხადა და მიზეზად დაასახელა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უარს აცხადებდა შეთანხმების ხელმოწერაზე.