იაგო ხვიჩია - დიდი ხანია, „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში ველოდებით რუდუნებითა და პატივისცემით
იაგო ხვიჩია - დიდი ხანია, „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში ველოდებით რუდუნებითა და პატივისცემით

დიდი ხანია, „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში ველოდებით რუდუნებითა და პატივისცემით, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ის და ვახტანგ მეგრელიშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დალაპარაკებას გეგმავენ.

„დიდი ხანია, „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში ველოდებით რუდუნებითა და პატივისცემით. დღესაც ვაპირებთ, რომ დაველაპარაკოთ ადამიანურად და მოვისმინოთ, რა გეგმები აქვთ, როგორ უყურებენ სამომავლო გზას საქართველოს პარლამენტში. აქედან გამომდინარე, არანაირ სიურპრიზებს და გაუგებარი რაღაცების მოწყობას ჩვენ არ ვაპირებთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.