იაგო ხვიჩია - დავინახე კრიტიკული გზავნილები ხელისუფლებისა და ოპოზიციის მისამართით, ჩვენი მეგობრები შერიგებისკენ მოგვიწოდებენ
იაგო ხვიჩია - დავინახე კრიტიკული გზავნილები ხელისუფლებისა და ოპოზიციის მისამართით, ჩვენი მეგობრები შერიგებისკენ მოგვიწოდებენ

„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზე გამართულ მოსმენას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კრიტიკული გზავნილები იყო როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მისამართით.

მისი თქმით, პარტნიორები პოლიტიკურ მხარეებს შერიგებისკენ მოუწოდებენ.

„მე დავინახე კრიტიკული გზავნილები ორივე მხარის – როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მისამართით. ჩვენი მეგობრები მოგვიწოდებენ შერიგებისკენ. მარტო ოპოზიციის არა, ხელისუფლების მისამართითაც არის ნათქვამი ისეთი ტიპის გზავნილები, რომლებიც საბოლოო ჯამში ემსახურება იმას, რომ ამ ქვეყანაში კონფლიქტი აღმოიფხვრას. შერიგების გზა ჩვენი პარტნიორების მხრიდან ჩვენ არ გაგვკვირვებია, მანამდეც დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ ეს მიგვაჩნდა ამ სიტუაციიდან გამოსვლის გზად. მეორე საკითხია, პოლიტიკოსები გაითვალისწინებენ თუ არა ამას, თუ ისევ გააგრძელებენ ერთმანეთზე გადაბრალებას, ვინ უფრო მეტად მტყუანია, ვინ მართალი და კონფლიქტის კერა უცვლელი დარჩება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.