იაგო ხვიჩია - დავაკვირდები, სააკაშვილი როგორ დაბრუნდება და ტრავმის შემდეგ როგორი იქნება მისი დებიუტი მოედანზე, ნასწავლის ჯერ არაფერი ეტყობა
იაგო ხვიჩია - დავაკვირდები, სააკაშვილი როგორ დაბრუნდება და ტრავმის შემდეგ როგორი იქნება მისი დებიუტი მოედანზე, ნასწავლის ჯერ არაფერი ეტყობა

დავაკვირდები, მიხეილ სააკაშვილი როგორ დაბრუნდება და ტრავმის შემდეგ როგორ იქნება მისი დებიუტი მოედანზე. სააკაშვილს ნასწავლის ჯერ არაფერი ეტყობა. ამიტომ მგონია, რომ იგივე ამბავი იქნება, რომელიც ჩავარდება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, სააკაშვილს ხალხისთვის ბოდიშის მოხდა უნდა ესწავლა.

„მიხეილ სააკაშვილს უნდა ესწავლა, რომ ბოდიშების მოხდა დაიწყოს. ხალხს ბოდიში უნდა მოუხადოს იმ სასამართლოსთვის, რომელიც ახლა მას ტანჯავს. მანამდე, მისი ხელისუფლების დროს ქართველ ხალხს ტანჯავდა. ბევრი საბოდიშო გამოჩნდება და რას აპატიებენ, ეს იქნება მისი პოლიტიკური შედეგი. საზოგადოების ნახევარი მის მიმართ ჯერ სამკვდრო-სასიცოცხლოდ არის დაპირისპირებული. თავად ჰგონია, რომ ყველაფერს სწორად აკეთებს და ხალხი ტყუილად გაებუტა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას აპირებს.