იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი ათდღიანი პატიმრობიდან გათავისუფლდნენ
იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი ათდღიანი პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

„გირჩის“ წევრები იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი ათდღიანი პატიმრობიდან გათავისუფლდნენ.

„გირჩის“ წევრებს ათდღიანი პატიმრობა სასამართლომ მიუსაჯა. დაკავებულების გათავისუფლებას წინასწარი დაკავების იზოლატორთან გირჩის წევრები და დაკავებულთა ახლობლები ელოდებოდნენ.

„გირჩის“ წევრების განცხადებით, მათი დაკავება და სასამართლოს გადაწყვეტილება იყო უკანონო და დაუსაბუთებელი. ასევე, მათი თქმით, ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული და საპატიმროში ყოფნისას კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია.

ვახტანგ მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია სამართალდამცავი ორგანო წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდა. ამავე მუხლებს გამოძიება „გირჩის“ დამფუძნებელს ზურაბ ჯაფარიძესაც ედავებოდა და მას სასამართლომ 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

საუბარია 2 მაისს მომხდარ ინციდენტზე. შსს განცხადების თანახმად, თბილისში ქავთარაძის ქუჩაზე სამართალდამცველები ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით ერთ პირს აკავებდნენ, „გირჩის“ წევრებმა კი ხელი შეუშალეს.