იაგო ხვიჩია - ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით წინა შეხვედრაზე კოლეგებისგან არ შეგვიმჩნევია მზადყოფნა, რომ რაღაცის შეცვლა და გაკეთება უნდათ
იაგო ხვიჩია - ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით წინა შეხვედრაზე კოლეგებისგან არ შეგვიმჩნევია მზადყოფნა, რომ რაღაცის შეცვლა და გაკეთება უნდათ

ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით წინა შეხვედრაზე ჩვენი კოლეგებისთვის მზადყოფნა არ შეგვიმჩნევია, რომ რაღაცის შეცვლა და გაკეთება უნდათ, ჩვენს ამომრჩეველს წარვუდგენთ, ცხრა პუნქტის შესრულება როგორ წარმოგვიდგენია, რომ მათ ჩვენი დამოკიდებულება იცოდნენ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ღიად ამბობს, რომ არაფრის შესრულება არ უნდათ.

„რაც მათ წარმოადგინეს, ის არაფერ კავშირშია შესრულებასთან. პირველ შეხვედრაზეც შევთავაზეთ ჩვენი წინადადებები და სასამართლოს ნაწილში ნაფიცი მსაჯულები იყვნენ, დანარჩენს კი დავეთანხმებოდით, რასაც ჩაწერდნენ სასამართლოს ნაწილში. ამაზე არ დაგვეთანხმნენ. „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, ხელისუფლებაში ვართ და რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთო. ასეთ დროს ჩვენი მიზანია, ამბავი გამოვიტანოთ და მოგიყვეთ, ჩვენი კოლეგები როგორ იქცევიან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.