იაგო ხვიჩია - ცხადია, მივესალმებით კოლეგების ინიციატივას, რომ მიშა-ბიძინას გარდა, სხვა საკითხებზეც ვილაპარაკოთ
იაგო ხვიჩია - ცხადია, მივესალმებით კოლეგების ინიციატივას, რომ მიშა-ბიძინას გარდა, სხვა საკითხებზეც ვილაპარაკოთ

ოპოზიციონერი დეპუტატი იაგო ხვიჩია მიესალმება მამუკა ხაზარაძის ინიციატივას, „ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკის“ პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით.

„თუ დავინახავ, რომ მრგვალ მაგიდაზე მისვლა, საკითხებს გადაჭრის, ამაზე სიამოვნებით ვიფიქრებ. ცოტა სკეპტიკური ვარ, რომ ამ ამბავს მხოლოდ თქმა არ შველის. მგონია, რომ თანამოაზრეების უფრო გასაგები შეკრება უნდა იყოს, სადაც უფრო ცხადი ქნება ის ნაბიჯები, რომელიც მიზნების მისაღწევად გადაიდგმება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი კარგ სადღეგრძელოს ემსგავსება. ყველას თავისი სამი-შვიდი პუნქტი ექნება, ჩვენ 11 პუნქტი გვაქვს, რომელიც ვფიქრობთ, რომ ამ ქვეყანაში მოსახლეობის კეთილდღეობისთვის არის. ცხადია, მივესალმებით კოლეგების ინიციატივას, რომ მიშა-ბიძინას გარდა, სხვა საკითხებზეც ვილაპარაკოთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

„ლელოს“ლიდერმა,  მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოს ინტერესებისთვის გადაუდებლად მიაჩნია ეროვნული კონსოლიდაციის, „ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკის“ მძლავრი პლატფორმის შექმნა.