იაგო ხვიჩია - ციხიდან რაღაცები სხვანაირად ჩანს, თავს ვიკავებ ხოლმე, ციხიდან ნათქვამ სიტყვაზე ადამიანი გარედან გავაკრიტიკო
ანრი ოხანშვილმა განაცხადა, რომ „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტში იქნება კონვენციური დათქმა და თუ ვინმეს მიერ გამოიკვეთება არაადამიანური მოპყრობის ჩადენა ამნისტია არ შეეხება. ეს კარგი ტესტია, მორალთან პრობლემა რომ არ გვქონდეს, ასეთ ხალხს ამნისტია შეახეთო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, შეთანხმებაზე ხელმოწერა და პარლამენტში შესვლა საფუძველია პრეზიდენტის მიერ რურუას გათავისუფლების.
„ამ პროცესში ოპოზიცია ორ პოლიტპატმარს ასახელებდა, რომელთა გადაწყვეტამდეც კონფლიქტის მოგვარებას არ ვუშვებდით. ამნისტიის ყველა პუნქტი იყო ამ საკითხის მოსაგვარებლად, რომ ეს ადამიანები გარეთ ყოფილიყვნენ. ეს პუნქტები არ ყოფილა შესაძლო დამნაშავე პოლიციელების დასაცავად. ხალხი აქციით იმუქრება, რომ ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერა, მას ტალახი ესროლონ. შეთანხმებაზე ხელმოწერა და პარლამენტში შესვლა საფუძველია პრეზიდენტის მიერ რურუას გათავისუფლების, რომელიც ციხეში ტყუილად ზის. წარმოდიგინეთ, ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ არიან რურუას მეგობრები, მაგრამ ჩვენ გვამუნათებენ იმ ადამიანებს, ვინც შეთანხმებისთვის იბრძოდა და ეს შეთანხმება მორალურია თავისი შინაარსით.
მინდა, ამ უცნაურობაზე დავაფიქრო საზოგადოება. ნიკა მელიას ვთხოვდი, რომ მასზეა დამოკიდებული რაღაცნაირად შეთანხმების ამბავი. ის თუ იქნება შეთანხებისკენ განწყობილი, შეთამხმებას მეტი შანსი აქვს. ვფიქრობ, რომ ციხიდან ყველაზე კარგი გამოსვლა იქნებოდა ის, რომ ნიკა მელია იქნებიდა მთავარი შემრიგებელი, მთავარი მოჩხუბარი კი არა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
კითხვაზე: „როგორ შაფასებდით იმას, რომ მელიამ შემოგითვალათ, მოგხედვათ „გირჩებსო“, ხვიჩიამ განაცხადა, თავს იკავებს ხოლმე, ციხიდან ნათქვამ სიტყვებზე ადამიანი გააკრიტიკოს.
„ციხეში ნაჯდომი ვარ „ქოცების“ დამსახურებით და ციხიდან რაღაცები სხვანაირად ჩანს. სულ თავს ვიკავებ, ციხიდან ნათქვამ სიტყვაზე ადამიანი გარედან გავაკრიტიკო. ამ დარბაზიდან მე და ნიკა მელიას პირველი ურთიერთობის საშუალება გვექნება და ურთიერთობას მივხედავთ, მგონია, ნიკამ ეს იგულისხმა“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.