იაგო ხვიჩია - ციხეში ყოფნისას ყველაზე კარგი ნუგეშია, როდესაც გეუბნებიან, რეალობა მიიღო და ადეკვატურად იმოქმედო, ასე რომ, პატრიარქის წერილი არ გამკვირვებია
იაგო ხვიჩია - ციხეში ყოფნისას ყველაზე კარგი ნუგეშია, როდესაც გეუბნებიან, რეალობა მიიღო და ადეკვატურად იმოქმედო, ასე რომ, პატრიარქის წერილი არ გამკვირვებია

„ქოცების“ დამსახურებით, 10 დღე ვიჯექი ციხეში. იქ რომ ზიხარ, ყველაზე კარგი ნუგეშია, როცა გეუბნებიან, რომ რეალობა მიიღო და, შესაბამისად, ადეკვატურად იმოქმედო. ასე რომ, არ გამკვირვებია პატრიარქის ეს წერილი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიერ გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით.

„კარგი რჩევაა, როცა ასეთ სიტუაციაში მოხვდები. სულ სხვა საკითხია, იქიდან როგორ გამოხვალ, მაგრამ რეალობა, ზოგადად, ყოველთვის უნდა აღვიქვათ. რაც ჩვენს თავს არის, ის რეალობა რომ მივიღოთ და რომ არ გავგიჟდეთ, ეს არის სწორი და ადამიანური რჩევა ყოველთვის. თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ გაიგო, რაზეც მიხეილ სააკაშვილი საუბრობს, კარგი რჩევაა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.