იაგო ხვიჩია - ჩვენს მეგობრებს ხშირად ეშლებათ, საქართველოში ვიღაცის კაბინეტს პრეზიდენტი რომ აწერია, მართლა პრეზიდენტი ჰგონიათ
იაგო ხვიჩია - ჩვენს მეგობრებს ხშირად ეშლებათ, საქართველოში ვიღაცის კაბინეტს პრეზიდენტი რომ აწერია, მართლა პრეზიდენტი ჰგონიათ

ჩვენს მეგობრებს ხშირად ეშლებათ, საქართველოში ვიღაცის კაბინეტს „პრეზიდენტი“ რომ აწერია, მართლა პრეზიდენტი ჰგონიათ, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩიას კითხვა დაუსვეს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებაზე, რომლითაც სალომე ზურაბიშვილს მიმართა: „ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, სააკაშვილს სამართლიანად ეპყრობოდნენ და შესაძლოა, თქვენ შეძლოთ, წვლილი შეიტანოთ მის გათავისუფლებაში“.

„სინამდვილეში, ამ ქვეყანაში ბოლო პრეზიდენტი იყო სააკაშვილი, რომელსაც დამოუკიდებელი ნება ჰქონდა. სალომე ზურაბიშვილი იმდენად არის პრეზიდენტი, რამდენადაც ასეთი უფლებამოსილება მისცეს „ქოცებმა“, შესაბამისად, შეწყალების მიმართულებით თუ მიდიხარ, ბიძინა ივანიშვილს უნდა ელაპარაკო. ბიძინას გარეშე სალომე ზურაბიშვილთან ლაპარაკს, უბრალოდ, აზრი არ აქვს, რადგან ყველამ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება სალომე ზურაბიშვილის კომპეტენცია არ არის. სალომე ზურაბიშვილმა რომც შეიწყალოს, ის ბიძინა ივანიშვილის თხოვნას ან დავალებას შეასრულებს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.