იაგო ხვიჩია - ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად და ხელისუფლებას რეკომენდაციების გადათქმა ძვირი უნდა უჯდებოდეს
იაგო ხვიჩია - ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად და ხელისუფლებას რეკომენდაციების გადათქმა ძვირი უნდა უჯდებოდეს

ვიდრე ევროპისა და ჩვენი მეგობრების რეკომენდაციებს ქართველი ხალხი არ გაიგებს და არ გაიაზრებს, რომ ამ ხალხს ჩვენთვის კარგი უნდა, მანამდე ხელისუფლება ამ რეკომენდაციებს ხან გაითვალისწინებს და ხან – არა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„არ შეიძლება, ხელისუფლების იმედად დარჩენა, რომ რაღაცას წაიკითხავენ, გაიგებენ, გაითვალისწინებენ და ეს ხალხისთვის კარგი აღმოჩნდება. ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად და ხელისუფლებას რეკომენდაციების გადათქმა ძვირი უნდა უჯდებოდეს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

2021 წლის 4 აგვისტოს ევროკომისიამ უვიზო რეჟიმის შეჩერების მე-4 ანგარიში გამოაქვეყნა. საგარეო უწყების ცნობით, საქართველო უვიზო რეჟიმის მოთხოვნებს კვლავ აკმაყოფილებს და ევროკომისიის წინა წლის რეკომენდაციების შესრულების კუთხითაც პროგრესს განიცდის.