იაგო ხვიჩია - ჩემი აზრით, ოპოზიციამ უნდა დახიოს თავის გეგმები, ხელისუფლებამ გაითვალისწინოს ოპოზიციის ინტერესები და ერთიანი პოზიციით ვუთხრათ ევროპელებს, რომ შევთანხმდით
იაგო ხვიჩია - ჩემი აზრით, ოპოზიციამ უნდა დახიოს თავის გეგმები, ხელისუფლებამ გაითვალისწინოს ოპოზიციის ინტერესები და ერთიანი პოზიციით ვუთხრათ ევროპელებს, რომ შევთანხმდით

ჩემი აზრით, ოპოზიციამ უნდა დახიოს თავის გეგმები და ხელისუფლებამ თავის გეგმებში გაითვალისწინოს ოპოზიციის ინტერესები, ჩვენ ერთიანი პოზიციით წარვდგეთ ევროპელებთან და ვუთხრათ, რომ შევთანხმდით, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ერთადერთი გზა წარმატების მისაღწევად.

„ეს არის ერთადერთი გზა, რომ ჩვენ წარმატებას მივაღწიოთ. რაც არ უნდა ილაპარაკონ სხვა, საბოლოო ჯამში ამას გვეუბნებიან ევროპელები, პირად შეხვედრებზეც, ჟარგონულად, არაჟარგონულად, ყველანაირად. სხვანაირად უბრალოდ არაფერი არ გამოვა. ხოლო ხელისუფლების მეირ ამის არ გათვალისწინება და ოპოზიციის მიერ ახალ-ახალი სისულელეების წერა, ჩვენს ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს“,- განაცხადა ხვიჩიამ.