იაგო ხვიჩია - ბატონ არახამია ხშირად იცლის „ქართული ოცნების“ გასაკრიტიკებლად, ისევე როგორც პირიქით, ამ პროცესში საქართველო-უკრაინის ურთიერთობები ზარალდება
იაგო ხვიჩია - ბატონ არახამია ხშირად იცლის „ქართული ოცნების“ გასაკრიტიკებლად, ისევე როგორც პირიქით, ამ პროცესში საქართველო-უკრაინის ურთიერთობები ზარალდება

ბატონ არახამიას და „ქართულ ოცნებას“ რაღაც თავიანთი სპეციფიური ურთიერთობები აქვთ ერთმანეთთან, – ამის შესახებ ოპოციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩამ კომენტარი გააკეთა დავით არახამიას გუშინდელ მიმართვაზე, სადაც ის აცხადებს, რომ უკვე აიღო ახალი დიპლომატიური პასპორტი, აშშ-ს 5-წლიანი ვიზიტით, რომელსაც „სპეციალურად ივანიშვილისა და მისი მსახურებისთვის“ აქვეყნებს.

როგორც იაგო ხვიჩამ აღნიშნა, არახამია ხშირად იცლის „ქართული ოცნების“ გასაკრიტიკებლად, ისევე როგორც პირიქით „ქართული ოცნება“ ხშირად იცლის არახამიას გასაკრიტიკებლად.

„ორივე მხარეს მეტი საქმე უნდა ჰქონდეს და ამისთვის არ უნდა ეცალოს, მაგრამ ასეთი ურთიერთობა ააწყვეს. ამ პროცესში საქართველო-უკრაინის ურთიერთობები ზარალდება ბევრი სხვადასხვა მიმართულებით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.