იაგო ხვიჩია - ბადრი ჯაფარიძე დროს თუ არ დახარჯავს „მარშალის გეგმაზე“, სხვა უცნაურ რაღაცებზე, არ აჰყვება „ნაციონალურ მოძრაობას“, მაშინ გამარჯვების შანსი აქვს
იაგო ხვიჩია - ბადრი ჯაფარიძე დროს თუ არ დახარჯავს „მარშალის გეგმაზე“, სხვა უცნაურ რაღაცებზე, არ აჰყვება „ნაციონალურ მოძრაობას“, მაშინ გამარჯვების შანსი აქვს

ოპოზიციონერ დეპუტატ იაგო ხვიჩიას განცხადებით, ბადრი ჯაფარიძე დროს თუ არ დახარჯავს „მარშალის გეგმაზე“, სხვა უცნაურ რაღაცებზე, არ აჰყვება „ნაციონალურ მოძრაობას“, მას რუსთავში და გარდაბნის საარჩევნო ოლქში გამარჯვების შანსი აქვს.

როგორც საქართველოს პირველ არხს იაგო ხვიჩიამ განუცხადა, ბადრი ჯაფარიძეს რუსთავში შანსი ექნება, თუ ადამიანებისთვის იმის გაგებას მოახერხებს, პარლამენტში რამდენად უსამართლოდ მოექცნენ და საკანონმდებლო ორგანოში მისი დაბრუნება რატომ არის სამართლიანი.

„დრო არ უნდა დახარჯოს „მარშალის გეგმაზე“ და სხვა უცნაურ რაღაცებზე, ან „ნაციონალურ მოძრაობაზე“ აყოლაზე. ხალხის დაინტერესება რითაც შეიძლება, ეს არის უსამართლობის ჩვენება. თუ ეს გამოუვა, მე მგონი, დეპუტატობის შანსი აქვს. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის გარეშე შუალედური არჩევნების მოგება გაუჭირდება, მაგრამ იმისთვის, რომ სხვა მხარდამჭერებიც მოიპოვოს, ხაზი მის ერთობას კი არ უნდა გაუსვას, არამედ იმ უსამართლობას, რაც პარლამენტიდან თავის გაშვებას უკავშირდება“, – განაცხადა ხვიჩიამ.