იაგო ხვიჩია - არსებობს ხალხი, რომელიც უბრალოდ შარზეა, ნერვები ეშლებათ, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი არსებობს და დიდი ასოებით ყვითლად „ლელო“ არ აწერია ან გახარიები
იაგო ხვიჩია - არსებობს ხალხი, რომელიც უბრალოდ შარზეა, ნერვები ეშლებათ, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი არსებობს და დიდი ასოებით ყვითლად „ლელო“ არ აწერია ან გახარიები

ჩვენ მიერ ამნისტიის შესახებ მომზადებული ცვლილებების კორექტირებას წინ არაფერი უდგას, მაგრამ არსებობს ხალხი, რომელიც უბრალოდ შარზეა და არაფრის ჩაკორექტირება არ უნდა. მათ ნერვებს უშლით ის, რომ კანონპროექტი შეიტანა ოპოზიციამ, რაღაც კანონპროექტი არსებობს და დიდი ასოებით „ლელო“ არ აწერია ყვითლად, ან გახარიები“, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ​ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ოპოზიციონერ კოლეგებს ჩაკორექტირების მიზანი არ გააჩნიათ, უბრალოდ საქმის გაფუჭება უნდათ პატიმრებისთვის.

„„ლელოს“ ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ, მართლა თაღლითები არიან და მართალი იყო მურუსიძე მათთან ან გადაწყვიტონ, რომ როგორც მათთან შეეშალა მურუსიძეს და მათ მეგობრებს, ზუსტად ისე ეშლებათ ქართველ ხალხთან და ისინიც იმსახურებენ თავისუფლებას ზუსტად ისე, როგორც „ლელოს“ ლიდერები დადიან გარეთ. მიხეილ სააკაშვილი სამოხელეო დანაშაულის გამო ზის და ექვსი წელი აქვს მისჯილი. ეს ამნისტია ვრცელდება იმ ადამიანებზე, ვისაც სამუდამო პატიმრობაც კი აქვთ მისჯილი და როგორც ავუხსნათ იმ ხალხს, ვინც იმავე მუხლებით ზის ციხეში, რომლითაც სააკაშვილი, რომ ამნისტია იმიტომ არ ეხებათ, რომ ვიღაც პატიმარი ზის ციხეში, რომელსაც იგივე მუხლები აქვს მისჯილი? ჩვენ არ გვინდა, მას შევახოთ ამნისტია? თქვენ აუხსენით, მე გამიჭირდება ამის ახსნა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.