იაგო ხვიჩია - არჩევნების ელექტრონიზაციას ვეთანხმებით, არაფერი საწინააღმდეგო გვაქვს, მაგრამ ახლა რა შუაშია, ახლა  საერთოდ სხვა გამოწვევებია
იაგო ხვიჩია - არჩევნების ელექტრონიზაციას ვეთანხმებით, არაფერი საწინააღმდეგო გვაქვს, მაგრამ ახლა რა შუაშია, ახლა  საერთოდ სხვა გამოწვევებია

არჩევნების ელექტრონიზაციას ვეთანხმებით, არაფერი საწინააღმდეგო გვაქვს, მაგრამ ახლა რა შუაშია, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ხვიჩია გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწვეტილებას, რომ 2024 წლიდან ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესი ფართოდ უნდა დაინერგოს.

იაგო ხვიჩიას თქმით, ახლა ქვეყანაში სხვა გამოწვევებია.

„ელექტრონულ სისტემაზე რაღაც ითქვა და ამის იქით არაფერი ვიცით, როგორ აპირებენ ამ ყველაფერს, ტექნიკურად ვინ იქნება პასუხისმგებელი და ასე შემდეგ. როგორ გითხრათ, ეს პროცესი რამდენად სანდო იქნება. არჩევნების ელექტრონიზაციას ვეთანხმებით, არაფერი საწინააღმდეგო გვაქვს, მაგრამ ახლა რა შუაშია? შეიძლება, ნამცხვარი და პომიდორი კარგი იყოს თავის დროზე, მაგრამ ნამცხვარი და პომიდორი ერთად ხომ არაფერ შუაშია? – ახლა საერთოდ სხვა გამოწვევებია. არ მესმის, ამის გამოგდება რატომ იყო საჭირო მაშინ, როცა შეგვიძლია, ვისაუბროთ იმაზე, თუ რუსეთი უკრაინაში ომს წააგებს, ჩვენ როგორ ვიქცევით. ესაა მთავარი თემა და ამის ნაცვლად ელექტრონულ არჩევნებს გთავაზობენ. კითხვები მაქვს, ახლა რა შუაში იყო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.