იაგო ხვიჩია - არ ვურჩევდი ნიკა მელიას ამხელა პროცესის ფალსტარტით დაწყებას, ვურჩევდი, იფიქროს, რომ ღირსეულად დაბრუნდეს „ნაცმოძრაობაში“
იაგო ხვიჩია - არ ვურჩევდი ნიკა მელიას ამხელა პროცესის ფალსტარტით დაწყებას, ვურჩევდი, იფიქროს, რომ ღირსეულად დაბრუნდეს „ნაცმოძრაობაში“

ყველა ე.წ. პატარა ნაცპარტია ფალსტარტით იწყებს. არ ვურჩევდი ნიკა მელიას, ამხელა პროცესი ასე დაიწყოს და ვურჩევდი, იფიქროს იმაზე, რომ ღირსეულად დაბრუნდეს „ნაცმოძრაობაში“, ისევე როგორც სხვა ღვაწლმოსილ „ნაცებს“ ვურჩევდი, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ახლა არ არის მიშასგან წასვლის დრო, ეს არ აიხსნება და ძალიან რთულია, ამომრჩეველმა გაიგოს“.

„ამ წუთას პოლიტიკურ მოედანზე მოძრაობს შვიდი „ნაცური“ პარტია და ჯერჯერობით მხოლოდ იმას აქვს შანსი, ვისაც მიშა დაუჭერს მხარს. მეორე შანსი არსებობს, ის, რომელსაც მიშა დაუჭერს მხარს. ასე ყველა სათითაოდ, ცალკე მელია, ცალკე ის, ცალკე ეს, ხმების დაკარგვისკენაა მიმართული. მიხეილ სააკაშვილი, მგონია, რომ მხოლოდ ერთ პარტიას დაუჭერს მხარს და ეცდება, სხვასთანაც არ დაწვას ხიდები“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ნიკა მელიამ პარტიის შექმნამდე დააანონსა საარჩევნო ნომერი, რომელიც ნიკა მაჭუტაძის პარტიას ეკუთვნის.