იაგო ხვიჩია - არ ვარ დარწმუნებული, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტის დატოვება გამოიწვევს სააკაშვილის გათავისუფლებას, თუ ასე სჯერათ, აქამდეც დაეტოვებინათ პარლამენტი
იაგო ხვიჩია - არ ვარ დარწმუნებული, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტის დატოვება გამოიწვევს სააკაშვილის გათავისუფლებას, თუ ასე სჯერათ, აქამდეც დაეტოვებინათ პარლამენტი

ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, უნდა დაიშალოს, რის გამო, რა მნიშვნელობა აქვს, რადგან ის არის „ქართული ოცნების“ იარაღი ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ასეთი ცუდი როლი აქვთ პარტიის წევრებსაც, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, არ მიაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტის დატოვება ავტომატურად გამოიწვევს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.

„როგორც ყოველთვის დაგვიანებით, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ ნელ-ნელა მოდის სწორ აზრზე, იქედან გამომდინარე, რომ „ნაცმოძრაობის“ დაშლა არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ყველაზე მოკლე გზა. თუ პარლამენტიდან ნაწილი გავა და ნაწილი დარჩება, ეს დაშლისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯია.

ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, ზოგადად უნდა დაიშალოს, რის გამო, რა მნიშვნელობა აქვს, რადგან ის არის „ქართული ოცნების“ იარაღი ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ასეთი ცუდი როლი აქვთ პარტიის წევრებსაც. ეს ადამიანები უნდა დარჩნენ პოლიტიკაში, მაგრამ ასეთი როლისგან უნდა გათავისუფლდნენ, ამის გათავისუფლება „ქართული ოცნების“ დამარცხების სულ სხვა შესაძლებლობებს გააჩენს.

მე არ ვარ დარწმუნებული, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტის დატოვება გამოიწვევს ავტომატურად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, მაგრამ თუ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ასე სჯერათ, მე მგონი სწორი და მორალური იქნებოდა აქამდეც დაეტოვებინათ პარლამენტი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.