იაგო ხვიჩია - კოლეგებს ვურჩევდი, დროზე მიხურონ საგამოძიებო კომისია
იაგო ხვიჩია - კოლეგებს ვურჩევდი, დროზე მიხურონ საგამოძიებო კომისია

ახლა დროებითი საგამოძიებო კომისიას არანაირი შინაარსი არ აქვს. არც მაშინ ჰქონდა, როცა ის შექმნეს. ორი თვეა, კომისია არსებობს და ერთი წუთიც არ ყოფილა ისეთი, როცა კომისიას შინაარსი ჰქონდა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, არ სურს, უშინაარსო კომისიაში მიიღოს მონაწილეობა.

„შესაბამისად, უშინაარსო ღონისძიებაში მონაწილეობა არ მინდა. ჩემს კოლეგებსაც ვურჩევდი, დროზე მიხურონ კომისია და გავაგრძელოთ საპარლამენტო მუშაობა. ჩემი პოზიცია სულ ემთხვეოდა ჩვენი საერთაშორისო მეგობრების, ფასილიტატორებისა და მედიატორების პოზიციას. ფაქტობრივად, დღეც არ ყოფილა ისეთი, რომ ჩვენ სხვანაირი რამ გვეთქვას და ისინი წინააღმდეგობაში ყოფილიყვნენ. ჩვენმა მეგობრებმა ამ არჩევნებთან დაკავშირებით გამოაქვეყნეს და ჩამოაყალიბეს საკუთარი პოზიცია ყველა ფორმით. ჩვენ მიერ შექმნილი კომისია, რა შემადგენლობითაც არის შექმნილი, ამის საწინააღდეგოს ვერაფერს დაადასტურებს. ჩვენ მივაღწიეთ შარლ მიშელის დახმარებით შეთანხმებას და ვფიქრობ, ამ საქმის ნებისმიერი ქექვა და კომისიების შექმნა, უბრალოდ, ხელშეკრულების სულისკვეთების წინააღმდეგაა მიმართული“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.