იაგო ხვიჩია – „ამნისტიის შესახებ“ „ქართული ოცნების“ კანონპროექტი უფრო ახლოს არის შარლ მიშელის დოკუმენტთან, ვიდრე ოპოზიციის

12:27, 04.06.2021

„ამნისტიის შესახებ“ ორი კანონპროექტია, შეიძლება, არც ერთი არ მიმაჩნდეს ზუსტად ისეთად, როგორც შარლ მიშელის დოკუმენტშია, მაგრამ მგონია, რომ ამ დოკუმენტთან უფრო ახლოს არის „ქართული ოცნების“ ვერსია, ვიდრე ოპოზიციის – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

დეპუტატი იმედოვნებს, რომ კანონპროექტის მეორე მოსმენისას იქნება დისკუსიები და მხარეები ეცდებიან, რომ ან აქეთ დაარწმუნოს ვიღაცამ, ან – იქით.

„ეს არის პროცესი და კომპრომისის იმედი მაქვს. ეს კანონპროექტი უნდა იყოს ისეთი, რომელსაც პარლამენტში შემოსული ყველა ოპოზიცია მხარს დაუჭერს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

​პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ამნისტიის შესახებ კანონპროექტს დღეს მეორე მოსმენით განიხილავს.

მსგავსი