იაგო ხვიჩია - ამერიკელი სენატორების ოფიციალური ვიზიტის შედეგებს ყველა დაინახავს
იაგო ხვიჩია - ამერიკელი სენატორების ოფიციალური ვიზიტის შედეგებს ყველა დაინახავს

ოპოზიციონერი დეპუტატის, იაგო ხვიჩიას მოსაზრებით, საქართველოში ამერიკელი სენატორების ოფიციალური ვიზიტის შედეგებს ყველა დაინახავს.

როგორც ჟურნალისტებს ხვიჩიამ განუცხადა, სენატორების ჰქონდა საშუალება ორივე მხარესთან ელაპარაკათ.

„ალბათ, ამ საუბრის შედეგებს დავინახავთ. კარგია, რომ ყურადღების ცენტრში ვრჩებით და შეგვიძლია, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებს ველაპარაკოთ იმის შესახებ, თუ როგორ მიდის შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულება“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ამერიკელი სენატორები საქართველოში ვიზიტით 3 ივნისს იმყოფებოდნენ.