იაგო ხვიჩია - ამ ფორმით აქციები დიდი ხნის განმავლობაში ვერ გაგრძელდება, ხალხის იქით-აქით ტარება არ შეიძლება, ამით ხალხი იღლება და დაიშლება, აქციის ორგანიზატორების მიზანი ეს არ უნდა იყოს
იაგო ხვიჩია - ამ ფორმით აქციები დიდი ხნის განმავლობაში ვერ გაგრძელდება, ხალხის იქით-აქით ტარება არ შეიძლება, ამით ხალხი იღლება და დაიშლება, აქციის ორგანიზატორების მიზანი ეს არ უნდა იყოს

ხალხის იქით-აქით ტარება არ შეიძლება, ამით ხალხი იღლება და დაიშლება, აქციის ორგანიზატორების მიზანი ეს არ უნდა იყოს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას შეფასებით, კარგი იქნება, თუ ენჯეოსექტორი პოლიტიკოსების საჯარო დებატებს დააორგანიზებს და ხალხის თვალწინ იმსჯელებენ სამომავლო გეგმებზე.

„ამ ფორმით აქციები დიდი ხნის განმავლობაში ვერ გაგრძელდება, რადგან მისი ორგანიზატორები, ენჯეოსექტორი თავისი პროფილით რაღაცნაირად შეზღუდული არიან. ზოგადად, არ შეიძლება, აქცია გაიყოს, უფრო და უფრო პოლიტიკური ხდებოდეს და მის სათავეებში პოლიტიკური პარტიები არ იყვნენ, თუმცა აქციის სათავეებთან პოლიტიკური პარტიების გამოჩენაც ცუდად აქვს დაცდილი ქართველ ხალხს. ენჯეოსექტორმა ყველაზე უკეთესი რაც შეიძლება გააკეთოს, იქნება ის, რომ პოლიტიკოსების საჯარო დებატები, შეხვედრები დააორგანიზოს, რათა ხალხის თვალწინ ირკვეოდეს ის პოზიციები, რასაც ოპოზიცია არჩევნებში გამარჯვების და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეასრულებდა. ეს ეხება რუსულ კანონს და მის გაუქმებას თუ სხვა საკითხებს. ხალხის იქით-აქით ტარება არ შეიძლება, ამით ხალხი იღლება და დაიშლება, აქციის ორგანიზატორების მიზანი ეს არ უნდა იყოს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.