იაგო ხვიჩია - „ადმინისტრაციულ კოდექსში“ შემოთავაზებული ერთ-ერთი ცვლილებით შეუძლიათ, ნებისმიერ რამეზე, რაზეც გაუსწორდებათ, დაგიჭირონ
იაგო ხვიჩია - „ადმინისტრაციულ კოდექსში“ შემოთავაზებული ერთ-ერთი ცვლილებით შეუძლიათ, ნებისმიერ რამეზე, რაზეც გაუსწორდებათ, დაგიჭირონ

ეს საკანონმდებლო ცვლილებები უამრავი ადამიანის დაკავებისკენ არის მიმართული. ამოცანაა, აქტივისტები დაიჭირონ პროტესტის ჩასახშობად. თავის დროზე, ათი დღე ვიჯექი ციხეში ამ კანონპროექტის ავტორების წყალობით, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

„მე რომ ვიყო სისტემის თავში, ნებისმიერი თქვენგანის დაკავება შემიძლია ამ სასამართლოს პირობებში ნებისმიერი მუხლით. ნებისმიერ რამეზე რაც გაუსწორდებათ, შეუძლიათ, დაგიჭირონ. დედას ვფიცავარ, თუ ასე არ იყოს. 2018 წლის 2 მაისის საქმით დაინტერესდით, როცა მე და ვახტანგ მეგრელიშვილი ციხეში ჩაგვსვეს იმ ქმედებისთვის, რომელიც ლაივ ვიდეოზე არის გადაღებული. რაც კომუნისტებმა გვიანდერძეს, იმის განხორციელებაა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის. კოდექსის 166-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას შვიდი დღიდან 15 დღემდე ვადით.

კანონი 2021 წლის პირველი ივნისიდან ამოქმედდება.

დატოვე კომენტარი