იაგო ხვიჩია - ადეიშვილი რაციონალური ადამიანია, რომ შეეძლოს, ორმაგ მოქალაქეობას აირჩევდა
იაგო ხვიჩია - ადეიშვილი რაციონალური ადამიანია, რომ შეეძლოს, ორმაგ მოქალაქეობას აირჩევდა

ადეიშვილი რაციონალური ადამიანია, ორმაგი მოქალაქეობა რომ შეეძლოს, ერთი ქვეყნის მოქალაქეობას ორმაგ მოქალაქეობას არჩევდა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეობაზე უარის თქმა ადამიანის უფლებაა.

„მოქალაქეობაზე უარის თქმა ადამიანის უფლებაა. ამ მომენტში ის არ არის ქართველი პოლიტიკოსი და საქართველოს პოლიტიკაში ჩართული. შესაბამისად, რატომ უნდა შევაფასო, როგორც ქართველი პოლიტიკოსის ქმედება? დიდი ხანია, უკრაინაში ცხოვრობს, მას საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა დასდევს და გადაწყვიტა, რომ იმ ქვეყნის მოქალაქე იყოს, სადაც ცხოვრობს ამდენი წელია. ადეიშვილი რაციონალური ადამიანია, ორმაგი მოქალაქეობა რომ შეეძლოს, ერთი ქვეყნის მოქალაქეობას ორმაგ მოქალაქეობას არჩევდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იუსტიციის ყოფილ მინისტრსა და ყოფილ მთავარ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს, მისივე მოთხოვნით, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.