იაგო ხვიჩია - მეგობარი ქვეყნის, პოლონეთის პრეზიდენტის ასე მოულოდნელად ჩამოსვლა საყურადღებო ამბავია
იაგო ხვიჩია - მეგობარი ქვეყნის, პოლონეთის პრეზიდენტის ასე მოულოდნელად ჩამოსვლა საყურადღებო ამბავია

ოპოზიციონერი დეპუტატის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, საქართველოში მეგობარი ქვეყნის, პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას ასე მოულოდნელად ჩამოსვლა საყურადღებო ამბავია.

როგორც საქართველოს პირველ არხს იაგო ხვიჩიამ განუცხადა, არ აქვს ინფორმაცია, რა იყო პოლონეთის პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი, მაგრამ დასაშვები ვარაუდია, რომ მისი ვიზიტით ქვეყანამ კონკრეტული გზავნილები მიიღო.

„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები სწორი იყო იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პარლამენტში ვნებათაღელვა მოჰყვა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში  რუსეთის ჩაწერას. პრეზიდენტმა თავის განცხადებაში ეს კითხვის ნიშნის ქვეშ რომ არ დააყენა, მხოლოდ მისასალმებელია“, – განაცხადა ხვიჩიამ.

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა საქართველოს გავლით მგზავრობდა და გუშინ ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეხვდა.