იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ნინო ბურჯანაძემ და ეკა ბესელიამ „გირჩის“ გუშინდელი აქციის ფორმა გააპროტესტეს
იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ნინო ბურჯანაძემ და ეკა ბესელიამ „გირჩის“ გუშინდელი აქციის ფორმა გააპროტესტეს

პარტია „გირჩის“ წევრ იაგო ხვიჩიას ინფორმაციით, ოპოზიციის შეხვედრაზე ნინო ბურჯანაძემ და ეკა ბესელიამ „გირჩის“ გუშინდელი აქციის ფორმა გააპროტესტეს.

„ზოგიერთ პოლიტიკოსს აწუხებდა სხვადასხვა პარტიების, მათ შორის „გირჩის“ რაღაც აქტივობები და იყო საუბარი იმაზე, რომ კოორდინირებულად როგორ ვიმოქმედეთ, მაგრამ ჩემი პოზიცია იყო ის, რომ მე ჩვენს აქტივისტებს, „გირჩის“ აქტივისტებს ვერ მივცემ ბრძანებას, რაღაც არ გააკეთონ.

მაგალითად, ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს და ქალბატონ ეკა ბესელიას აწუხებდათ ის ფაქტი, რომ „გირჩის“ აქტივისტებმა მოაწყვეს აქცია ბიძინა ივანიშვილის სურათებით, რომელსაც რატომღაც ხატს ეძახიან. არ ვიცი რომელი ხატია, სადაც ბიძინა ივანიშვილი არის გამოხატული.

ადამიანები თვითონ წყვეტენ, რა აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა, თუ ასეთი აქტივობები არ ეწინააღმდეგება ზოგადად „გირჩის“ მორალს, ადამიანურ მორალს, მე არანაირი ბერკეტი არ მაქვს, ვინმეს რამე დავუშალო. მაინტერესებდა, რაში იყო წინააღმდეგობა, რატომ არ შეიძლება ბიძინა ივანიშვილის სურათის ტარება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პარტია „გირჩის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გუშინ აქცია გამართა. ახალგაზრდები ადგილზე „ხატებით“ მივიდნენ, რომლებზეც ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული.

დატოვე კომენტარი