იაგო ხვიჩია - 29 იანვრის შეხვედრაზე მივდივართ დაკვირვებისთვის, დიდი მოლოდინი არ გვაქვს, გაცნობითი და მოთელვითი შეხვედრა გვგონია
იაგო ხვიჩია - 29 იანვრის შეხვედრაზე მივდივართ დაკვირვებისთვის, დიდი მოლოდინი არ გვაქვს, გაცნობითი და მოთელვითი შეხვედრა გვგონია

29 იანვრის შეხვედრაზე მივდივართ დაკვირვებისთვის, რათა ამბავი გავიგოთ და შევძლოთ ამ ამბის მოყოლა როგორც ჩვენი მხარდამჭერებისთვის, ასევე მედიისთვის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, „ჩვენ არ ვიცით, რამდენად სერიოზულია ეს შეხვედრა და რამდენად სერიოზულად შეიძლება იქ რაიმე თემაზე წინადადებების დაყენება“.

„29 იანვარის შეხვედრაზე მივდივართ დასაკვირვებლად, რათა ამბავი გავიგოთ და შევძლოთ ამ ამბის მოყოლა როგორც ჩვენი მხარდამჭერებისთვის, ასევე მედიისთვის. დიდი მოლოდინი არ გვაქვს, გაცნობითი და მოთელვითი შეხვედრა გვგონია. რამე სერიოზულს თუ იტყვიან, არა დაგიმალავთ, გეტყვით ნამდვილად“, – განაცხადა ხვიჩიამ.