იაგო ხვიჩია – 20 ივნისთან მიმართებით „ქართული ოცნების“ შიდა ჩხუბს ვუყურებთ, ეს არის მათი მხრიდან გახარიასთვის გადაბრალების ეპიზოდი, დანარჩენი ლიდერებიც ვერ აირიდებენ პასუხისმგებლობას

16:16, 12.07.2025

ჩემი აზრით, 20 ივნისთან მიმართებით „ქართული ოცნების“ შიდა ჩხუბს და დავიდარაბას ვუყურებთ, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ეს არის „ქართული ოცნების“ მხრიდან გიორგი გახარიასთვის გადაბრალების ეპიზოდი, თუმცა, მისივე შეფასებით, პასუხისმგებელობას „ქართული ოცნების“ დანარჩენი ლიდერებიც ვერ აირიდებენ.

„ყველამ იცის, რომ 20 ივნისის პასუხისმგებლობა „ქართული ოცნების“ გუნდის მიღმა არსად მიდის. ის, რომ გიორგი გახარია ხელს აფარებს თავის თანაგუნდელებს და ისინი აბრალებენ რაღაცებს, ცხადად აჩვენებს, რომ მათ შიგნით არის მოხარშული ეს ამბავი, რაც 20 ივნისს მოხდა. ახლა ერთმანეთთან გადაბრალებით „ქართული ოცნება“ ამ პასუხისმგებლობას ვერ ჩამოიხსნის.

კონცერტი, რომელიც გუშინ რუსთაველზე იყო გამართული, მგონი, საზოგადოებას აჩვენებს, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ მხრიდან გახარიასთვის გადაბრალების ეპიზოდი, მაშინ როდესაც ისინი ერთნი იყვნენ ამ პროცესში და გახარია ერთადერთი არ იყო, ვინც ამ საქმეზე პასუხისმგებელია, „ქართული ოცნების“ დანარჩენი ლიდერებიც ვერ აირიდებენ ამას“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მსგავსი