ია მეტრეველი - სახალხო მოძრაობა „არა ნაციზმს“ ამომრჩეველების რეგიონებში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს
ია მეტრეველი - სახალხო მოძრაობა „არა ნაციზმს“ ამომრჩეველების რეგიონებში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს

სახალხო მოძრაობა „არა ნაციზმს“ ამომრჩეველების რეგიონებში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მოძრაობის ხელმძღვანელმა ია მეტრეველმა განუცხადა.

მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც თბილისიდან რეგიონებში ვერ ახერხებენ გამგზავრებას, მოძრაობა თავად უზრუნველყოფს მათ ტრანსპორტირებას საარჩევნო უბნებზე, რათა ხელი შეუშალონ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას.

სახალხო მოძრაობამ წინასაარჩევნოდ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. მოძრაობას დღეს ახალგაზრდები შეუერთდნენ და ხელმოწერების შეგროვება მეტროსადგურებთან მოსახლეობის მხარდაჭერის დასადასტურებლად დაიწყეს.