ია მეტრეველი  პატივისა და ღირსების შელახვისთვის ზვიად კუპრავას სასამართლოში უჩივის
ია მეტრეველი პატივისა და ღირსების შელახვისთვის ზვიად კუპრავას სასამართლოში უჩივის

ია მეტრეველი ორგანიზაცია “რეფორმატორების” თავმჯდომარეს, ზვიად კუპრავას პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოში უჩივის. მეტრეველის სარჩელის მიხედვით, კუპრავამ  ფონდი “ქომაგიდან” კონფიდენციალური დოკუმენტები ამოიღო, რისი უფლებაც არ ჰქონდა.

2012 წელს ია მეტრეველი ფონდ „ქომაგს” ხელმძღვანელობდა. დაახლოებით ერთი თვის წინ, ზვიად კუპრავამ პროკურატურას მიმართა, რათა ფონდში თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით მოკვლევა დაწყებულიყო. ია მეტრეველი აცხადებს, რომ ბრალდებები არასწორია და ზვიად კუპრავასგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს

“ზვიად კუპრავამ არაერთხელ სცადა ჩემი ღირსების შელახვა, საბოლოოდ მან გაბედა და პროკურატურაშიც  შეიტანა ჩემს წინაამღდეგ სარჩელი, თითქოს  ფონდში არამიზნობრივი ხარჯვა იყო. მას აქვს ამოღებული კონფიდენციალური დოკუმენტები, რისი უფლებაც არ ჰქონდა, ეს უკანონო გზით მოხდა. სამწუხაროა, რომ ცილისწამების მუხლი არ გვაქვს. მე  მისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას და ბრალდებების უკან წაღებას ვითხოვ”-აცხადებს ია მეტრეველი.