ია მეტრეველი - დღეს სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი უმძიმესი დღეა, გაიხსენოს საზოგადოებამ, რა გამოვიარეთ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს 
ია მეტრეველი - დღეს სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი უმძიმესი დღეა, გაიხსენოს საზოგადოებამ, რა გამოვიარეთ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს 

7 ნოემბერი მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი უმძიმესი დღეა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა განუცხადა, რუსთაველის გამზირზე, სახალხო მოძრაობის „არა ნაციზმს“ აქციის დაწყებამდე.

მისი თქმით, საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დაბრუნების საფრთხე შეიქმნა, ამიტომაც აუცილებელია, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ყველა მოქალაქე მივიდეს არჩევნებზე.

„დღეს სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი უმძიმესი დღეა. ყველა იმ ადამიანს, ვისაც გული შესტკივა ქვეყნის ბედზე მოვუწოდებთ,  გამოვიდეს ქუჩაში და აღვნიშნოთ ეს დღე. „ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნების საფრთხე შეიქმნა და დღეს გვინდა, გაიხსენოს საზოგადოებამ, თუ რა გამოვიარეთ სააკაშვილის მმართველობის დროს. ამასთან, აუცილებელია, მეორე ტურში ყველა მივიდეს არჩევნებზე“, – განაცხადა მან.

ია მეტრეველის თქმით, აქციები რეგიონებშიც გაიმართება.

„აქციებს გავაგრძელებთ საქართველოს ყველა რაიონში და ვიტყვით, რომ იმ ბოროტი ძალის დაბრუნება არ შეიძლება“, – განაცხადა ია მეტრეველმა