ია მეტრეველი - ბუტა რობაქიძის საქმეზე დაწყებულია მეორე საქმე, რომელიც ეხება იმ მაღალჩინოსნებს, ვინც ბრძანება გასცა, მათ შორის არის ოქრუაშვილი
ია მეტრეველი - ბუტა რობაქიძის საქმეზე დაწყებულია მეორე საქმე, რომელიც ეხება იმ მაღალჩინოსნებს, ვინც ბრძანება გასცა, მათ შორის არის ოქრუაშვილი

დაწყებულია მეორე საქმე, რომელიც ეხება იმ მაღალჩინოსნებს, ვინც ბრძანება გასცა, მათ შორის არის ოქრუაშვილი, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა ბუტა რობაქიძის საქმეზე განაჩენის გამოცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„მიმდინარეობს გამოძიება. ასევე, იმ პატრულების საკითხიც დადგება, რომლებიც კადრებში კარგად ჩანან და გამოირჩევიან განსაკუთრებული სისასტიკით. აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ. ისინი არ უნდა მუშაობდნენ ძალოვან სტრუქტურებში. ასევე კადრებში ჩანს პიროვნება, მგონი, გვარად არის ბედია და დღესაც მაღალ თანამდებობაზეა. იმედი მაქვს, მისი საკითხითაც დაინტერესდებიან“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

მეტრეველის თქმით, ​ოქრუაშვილი ცდილობს, პასუხისმგებლობას გაექცეს.

„ოქრუაშვილი ამბობს, რომ გადადიოდა სხვა სამინისტროში და არ ეცალა, ეს მას არ ამართლებს. პირველ სართულზე დონაძე რომ აყალბებდა კადრებს, მეხუთეზე მინისტრი იმყოფებოდა. როგორც ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, სააკაშვილმა და ოქრუაშვილმა ერთად გასცეს ბრძანება – ბოლომდე მიაწექით, რომ პატრული არ დაზარალებულიყო, რადგან სააკაშვილის საამაყო რეფორმა იყო პატრული. იმედი მაქვს, სააკაშვილ-ოქრუაშვილს ​პასუხისგება მოუწევთ“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

სასამართლომ ბუტა რობაქიძის საქმეზე ყოფილი მაღალჩინოსნები – დავით იაშვილი, გურამ დონაძე, ზურა მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და ზაზა ბაქრაძე დამნაშავედ ცნო.

დატოვე კომენტარი