ია მამალაძე - ცვლილებები, რომელიც მედიას ეხება, პირველ რიგში მედიას უნდა ვკითხოთ და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება 
ია მამალაძე - ცვლილებები, რომელიც მედიას ეხება, პირველ რიგში მედიას უნდა ვკითხოთ და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება 

ცვლილებები, რომელიც მედიას ეხება, პირველ რიგში მედიას უნდა ვკითხოთ და შემდეგ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, – ამის შესახებ მედიასახლ „გურანიუსის“ გამომცემელმა ია მამალაძემ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე განაცხადა, სადა “მაუწყებლობის შესახებ” კანონზე მსჯელობდნენ.

როგორც ია მამალაძემ აღნიშნა, მსგავსი შეხვედრები მისასალმებელია, რადგან წლების წინ ასეთი შეხვედრის გამართვა წარმოუდგენელი იყო.

“ვხედავ, რომ დარბაზში ბევრი ადამიანი ზის, ვისაც კარგად ემახსოვრება, რომ ამგვარი შეხვედრები ჩვენთვის იყო წარმოუდგენელი. ქუჩიდან, საპროტესტო აქციებიდან და სხვადასხვა თვითორგანიზებული საპროტესტო მოძრაობებიდან გვიხდებოდა ჩვენი აზრის გამოხატვა. ასე რომ არ არის, ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია, თუმცა ცვლილებები, რომელიც მედიას ეხება, პირველ რიგში მედიას უნდა ვკითხოთ და შემდეგ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. გვჭირდება თუ არა ამგვარი საზოგადოებრივი მაუწყებელი? მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ემოციები გვერდზე უნდა გადავდოთ და ჩვენ ნამდვილად გვჭირდება საზოგადოებრივი მაუწყებელი, რადგან აქ მყოფი ადამიანების დიდი ხნის ზრუნვის საგანი იყო, რომ საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებელი არსებულიყო, მაგრამ ის ყოფილიყო პოლიტიკურად მიუკერძოებელი, რაც ჯერ განუხორციელებელი ოცნებაა. მე მაგონდება იმგვარი პროცესები, როდესაც ძალიან მნიშვნელოვან ფაქტებს და მოვლენებს, რაც საქართველოში ხდებოდა მხოლოდ ორი-სამი არხი აკლდა. მაშინ საზოგადოებრივი არხის იქ არყოფნა ჩემთვის წარმოუდგენელი იყო”, – განაცხადა ია მამალაძემ.

მისივე თქმით, მედიასტარტეგიის შემუშავებაში დიდი წვლილი უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივ მაუწყებელს, მას უნდა ჰქონდეს ვალდებულება, რომ ზრუნავდეს მედიაგარემოს გაუმჯობესებაზე.

“როდესაც მაუწყებელი არ იყენებს რეგიონში არსებულ არც ერთ მედიარესურსს, რომ მასთან ერთად განვითარდეს, როდესაც მაუწყებელი აჭარაში ყიდულობს, ან ქირაობს ოფისს და არ იყენებს იქ არსებულს, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს თუ არა საფრთხე, რომ ის არაკეთილსინდისიერი კონკურენტი იქნება, დიახ, გვაქვს საფრთხე. პატარა გამოცემებს, ონლაინ საშუალებებს, პატარა არხებს განვითარების რა საშუალება აქვთ, გარდა იმისა, რომ მათ სანდო, მიუკერძოებელი მასალა შექმნან და ამით მოიპოვონ რეიტინგები. გაცილებით სასაცილო რესურსებით შევძლებთ პროცენტახევარზე მეტი რეიტინგი მოვაგროვო, მაქვს “საშუალება” კიდევ ვარჩინო საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც გადასახადების გადამხდელმა, ვფიქრობ, რომ არა. ჩვენ შეგვიძლია წერილობით წარმოვადგინოთ ჩვენი არგუმენტები. დავთქვათ დედლაინი და მოგაწვდით ამ არგუმენტებს”, – განაცხადა ია მამალაძემ.