„ჰუსიტებმა“ იემენის საპორტო ქალაქ მოხაზე იერიში ექვსი ბალისტიკური რაკეტით მიიტანეს, დაღუპულია ერთი ადამიანი, ორი მეზღვაური დაკარგულად მიიჩნევა

13:26, 15.08.2026

იემენის საპორტო ქალაქ მოხაში „ჰუსიტების“ თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რვა კი დაშავდა, ორი მეზღვაური დაკარგულად მიიჩნევა.

გავრცელებული ცნობით, წითელ ზღვაში მდებარე საპორტო ქალაქზე იერიში ექვსი ბალისტიკური რაკეტით არის მიტანილი.

თავდასხმის შედეგად პორტის უსაფრთხოების ძალების ერთი თანამშრომელი დაიღუპა, დაშავებულთა შორის კი მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.

„ჰუსიტებმა“ 20 ივლისს წითელ ზღვაში ბაბ ალ-მანდების სრუტის ბლოკადა გამოაცხადეს.

აღსანიშნავია, რომ მოხის ზონაში „ჰუსიტების“ კონტროლი არ ვრცელდება, თუმცა შიიტური დაჯგუფება ქვეყნის დედაქალაქ სანაას აკონტროლებს.

მსგავსი