„ჰუსიტების“ სამხედრო სპიკერი აცხადებს, რომ ადენის ყურეში აშშ-ის ორ გემს დაესხნენ თავს
„ჰუსიტების“ სამხედრო სპიკერი აცხადებს, რომ ადენის ყურეში აშშ-ის ორ გემს დაესხნენ თავს

„ჰუსიტების“ განცხადებით, ისინი ადენის ყურეში აშშ-ის ორ გემს დაესხნენ თავს.

დაჯგუფების სამხედრო სპიკერმა აღნიშნა, რომ თავდასხმები საზღვაო რაკეტების გამოყენებით ორ გემზე, Sea Champion-სა და Navis Fortuna- ზე განხორციელდა.

„დარტყმები იყო ზუსტი და პირდაპირი. შეიარაღებული ძალების ოპერაციების საერთო რაოდენობამ ბოლო 24 საათის განმავლობაში ოთხ ოპერაციას მიაღწია. პირველი ოპერაციის სამიზნე იყო ბრიტანული ხომალდი, რომელიც მთლიანად ჩაიძირა. მეორე ოპერაციის სამიზნე იყო ამერიკული თვითმფრინავი, ხოლო ბოლო ორი ოპერაციის სამიზნე ორი ამერიკული ხომალდი იყო“, – აღნიშნა „ჰუსიტების“ არმიის სპიკერმა, იაჰია სარეამ.