ჰუმანიტარული დახმარების გატარების მიზნით, თურქეთმა სომხეთთან საზღვარი გახსნა

14:56, 11.02.2023

ჰუმანიტარული დახმარების გატარების მიზნით, თურქეთმა სომხეთთან საზღვარი გახსნა. ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.

გავრცელებული ვერსიით, ხუთმა სატვირთო ავტომობილმა თურქეთ-სომხეთის საზღვარი იღდირის პროვინციაში უკვე გადაკვეთა.

ბოლოს საზღვარი 1988 წელს გაიხსნა, მაშინაც მიწისძვრის შემდეგ ჰუმანიტარული მიზნებისთვის.

მსგავსი