ჰუბერტ ქნირში - ვერ ვხედავ საფუძველს, საქართველოს კომპეტენტური ორგანოებისა და საბანკო სექტორის საქმიანობაში ჩავერიო
ჰუბერტ ქნირში - ვერ ვხედავ საფუძველს, საქართველოს კომპეტენტური ორგანოებისა და საბანკო სექტორის საქმიანობაში ჩავერიო

არ ვხედავ არანაირ საფუძველს, საქართველოს კომპეტენტური ორგანოებისა და საბანკო სექტორის საქმიანობაში ჩავერიო, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, – განაცხადა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

„ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესს, როგორც ევროპელი დიპლომატები და საელჩოები და ვცდილობთ, გავიგოთ, ჩავუღრმავდეთ“, – განაცხადა ჰუბერტ ​ქნირშმა.

ამ განცხადებით ჰუბერტ ქნირშმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ჰქონდათ თუ არა ქართველ ბიზნესმენებს, მათ შორის, „თიბისი ბანკის“ წარმომადგენლებს მასთან შეხვედრის სურვილი „თიბისი ბანკის“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და არის თუ არა მათ შორის მოლაპარაკებები.

მისი თქმით, საბანკო ზედამხედველობა ყველა ქვეყანაში არსებობს და ეს აუცილებელია.

„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ინსტიტუტების მიმართ გარკვეული ნდობის ჩამოყალიბება, მათ შორის, საზოგადოების მხრიდან, მაგრამ საბოლოო ჯამში, მათ თავიანთი საქმე უნდა შეასრულონ. დემოკრატიაში კონტროლი უნდა არსებობდეს, მაგრამ ამავდროულად, ინსტიტუტების მიმართ ნდობაც“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.