ჰუბერტ ქნირში - საქართველოს სჭირდება სასამართლო რეფორმა, რომლის მთავარი მიზანია, მოსახლეობას ჰქონდეს ნდობა მოსამართლეებისა და სისტემისადმი
ჰუბერტ ქნირში - საქართველოს სჭირდება სასამართლო რეფორმა, რომლის მთავარი მიზანია, მოსახლეობას ჰქონდეს ნდობა მოსამართლეებისა და სისტემისადმი

საქართველოში გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, ქვეყანას სასამართლო სისტემის რეფორმა სჭირდება.

მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით, ელჩი განმარტავს, რომ მოსამართლეები უნდა დაინიშნონ სწორედ ისეთი სისტემით, რომლის მიმართაც მოქალაქეებს აბსოლუტური ნდობა ექნებათ.

„ჩვენ უკვე გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება, რომ ქვეყანას სჭირდება სასამართლო სისტემის რეფორმა. დანიშვნის წესთან დაკავშირებით მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ამ რეფორმის მთავარი მიზანია, მოსახლეობას ჰქონდეს ნდობა მოსამართლეებისა და ამ სისტემისადმი. ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ ნებისმიერ მოქალაქეს არ გაუჩნდეს ეჭვი მიკერძოებულობაში, მოსამართლეები უნდა დაინიშნონ ისეთი სისტემით, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ აბსოლუტური ნდობა ამ სისტემისადმი, რომ მათი უფლებები და სამართალი აღსრულდება“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.