ჰუბერტ ქნირში - საარჩევნოდ ჩვენ ველოდებით კარგ, დემოკრატიულ შეჯიბრს პოლიტიკურ პარტიებს შორის
ჰუბერტ ქნირში - საარჩევნოდ ჩვენ ველოდებით კარგ, დემოკრატიულ შეჯიბრს პოლიტიკურ პარტიებს შორის

ვიმედოვნებ, რომ არჩევნები იქნება დემოკრატიის ზეიმი, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა ლოპოტას ტბაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გამართა.

როგორც საქართველოში გერმანიის ელჩმა აღნიშნა, ქვეყანაში საარჩევნო სისტემის მომზადების პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც კოლეგებთან ერთად ყურადღებით აკვირდება.

„რა თქმა უნდა, კონსტიტუციური ცვლილებებისა და საარჩევნო სისტემის მომზადების პროცესი მიმდინარეობს. ჩემს კოლეგებთან ერთად ამას ყურადღებით ვადევნებ თვალყურს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ექნება კიდევ უფრო უკეთესი საარჩევნო სისტემა არჩევნების დროს ოქტომბერში. ჩვენ ველით, კარგ, დემოკრატიულ შეჯიბრს პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომ ისინი წარმოადგენენ პლატფორმებს, წინადადებებს, წამოაყენებენ კანდიდატებს. ვიმედოვნებ, რომ არჩევნები იქნება დემოკრატიის ზეიმი“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.