ჰუბერტ ქნირში - მნიშვნელოვანია, რომ „ტყის კოდექსით“ განსაკუთრებული ყურადღება სამ მლნ ჰექტარ ტყის ფართობს მიექცევა, რაც პირდაპირ კავშირშია ადამიანების ჯანსაღ გარემოში ცხოვრებასთან
ჰუბერტ ქნირში - მნიშვნელოვანია, რომ „ტყის კოდექსით“ განსაკუთრებული ყურადღება სამ მლნ ჰექტარ ტყის ფართობს მიექცევა, რაც პირდაპირ კავშირშია ადამიანების ჯანსაღ გარემოში ცხოვრებასთან

მოხარული ვარ, საქართველოს პარლამენტის მიერ „ტყის კოდექსის“ დამტკიცების გამო,- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.

„მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე განსაკუთრებული ყურადღება 3 მლნ ჰექტარ ტყის ფართობს მიექცევა, რაც პირდაპირ კავშირშია ადამიანების ჯანსაღ გარემოში ცხოვრებასთან. ეს არის ქვეყნისთვის უაღრესად დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი.

მოხარული ვარ, რომ ამ განსაკუთრებულ ვითარებაში საქართველოს გარემოს დაცვის და ეკონომიკის მხარდაჭერის შესაძლებლობა გვაქვს, რაც მომავალში კვლავ გაგრძელდება“,- განაცხადა ელჩმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნინო წილოსანთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა გარემოსდაცვითი მიმართულების მიმდინარე და დაგეგმილი საკანონმდებლო რეფორმების შესახებ ისაუბრა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.