ჰუბერტ ქნირში - კარგი იქნებოდა, ცხინვალსა და მოსკოვში ბერლინის კედლის გაკვეთილები ესწავლათ, არაადამიანურობაზე დაფუძნებული საზღვრები დიდხანს ვერ იარსებებს
ჰუბერტ ქნირში - კარგი იქნებოდა, ცხინვალსა და მოსკოვში ბერლინის კედლის გაკვეთილები ესწავლათ, არაადამიანურობაზე დაფუძნებული საზღვრები დიდხანს ვერ იარსებებს

კარგი იქნებოდა, პასუხისმგებელ პირებს ცხინვალსა და მოსკოვში ბერლინის კედლის გაკვეთილები ესწავლათ: საზღვრები, რომლებიც ეფუძნება არაადამიანურობას, დიდხანს ვერ იარსებებს, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა საოკუპაციო რეჟიმის მიერ გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, სამედიცინო საჭიროებებისას ადმინისტრაციული ხაზის გადაკვეთაზე აკრძალვის შემთხვევები კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს „ბორდერიზაციის“ ჰუმანიტარულ  შედეგებს.

„ბოლო დღეების განმავლობაში ხშირად გვესმის, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უწყებები მძიმე სამედიცინო შემთხვევების დროსაც კი მოქალაქეებს ადმინისტრაციული ხაზის გადაკვეთას უკრძალავენ. ამ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ ნათელი ხდება ეგრეთ წოდებული „ბორდერიზაციის“ ჰუმანიტარული შედეგები. კარგი იქნებოდა, პასუხისმგებელ პირებს ცხინვალსა და მოსკოვში ბერლინის კედლის გაკვეთილები ესწავლათ: საზღვრები, რომლებიც ეფუძნება არაადამიანურობას, დიდხანს ვერ იარსებებს“, – განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა.

სამხრეთ ოსეთის თვითიზოლაციის შესახებ ელჩის განცხადება საქართველოში გერმანიის საელჩომ გაავრცელა.