ჰუბერტ ქნირში - გერმანია წლებია, საქართველოსთან ერთად ტყის რეფორმაზე მუშაობს, ახლა შეგვიძლია, ეს თანამშრომლობა უფრო ოპერაციულ დონეზე გავაგრძელოთ
ჰუბერტ ქნირში - გერმანია წლებია, საქართველოსთან ერთად ტყის რეფორმაზე მუშაობს, ახლა შეგვიძლია, ეს თანამშრომლობა უფრო ოპერაციულ დონეზე გავაგრძელოთ

მოხარული ვარ, რომ დღეს პარლამენტში ვიმყოფები და „ტყის კოდექსის“ დამტკიცების მომსწრე გავხდი, რვა-წლიანი განხილვებისა და ფრთხილი საპარლამენტო მუშაობის შემდეგ, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.

მისი თქმით, გერმანია ტყის რეფორმაზე საქართველოსთან ერთად წლებია, მუშაობს.

„გერმანია უკვე წლებია, საქართველოსთან ერთად ტყის რეფორმაზე მუშაობს და ახლა შეგვიძლია, ეს თანამშრომლობა უფრო ოპერაციულ დონეზე გავაგრძელოთ, ჩავატაროთ საქართველოს ტყეების ინვენტარიზაცია და გავუზიაროთ საქართველოს გამოცდილება, რომელიც გერმანიაში დავაგროვეთ, რათა დავინახოთ გაძლიერებული სატყეო სააგენტო ამ ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული რესურსის მდგრადი გამოყენებისთვის.

ეკლესიის ასპექტი, მფლობელობისა თუ გამოყენების შესახებ, ჩემი ძირითადი ინტერესი არ არის ამ კოდექსში. მივიღე ინფორმაცია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეკლესია ტყეების მფლობელი იქნება, ასევე იქნება ვალდებული, შეასრულოს „ტყის კოდექსი“. გარემოზე დადგენილი წესები ყველაზე ვრცელდება, რათა მოხდეს საქართველოს ტყეების დაცვა“, – განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა.

დატოვე კომენტარი