ჰუბერტ ქნირში - ევროკავშირისა და აშშ-ის შუამავლობა ყველა მხარეს აძლევს შანსს, ღირსეულად შეთანხმდნენ და პოლიტიკური პროცესი სხვისი დახმარების გარეშე გააგრძელონ, ყველამ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
ჰუბერტ ქნირში - ევროკავშირისა და აშშ-ის შუამავლობა ყველა მხარეს აძლევს შანსს, ღირსეულად შეთანხმდნენ და პოლიტიკური პროცესი სხვისი დახმარების გარეშე გააგრძელონ, ყველამ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა

საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, მოხარულია, რომ „ქართული ოცნება“ დაეთანხმა კრისტიან დანიელსონის გეგმას.

მისივე თქმით, ევროკავშირისა და აშშ-ის შუამავლობა ყველა მხარეს აძლევს შანსს, ღირსეულად შეთანხმდნენ და შემდეგ პოლიტიკური პროცესი სხვისი დახმარების გარეშე გააგრძელონ.

„მოხარული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ დაეთანხმა დანიელსონის გეგმას. გეგმის ცალკეული პუნქტები კარგ ნაბიჯებს წარმოადგენს საქართველოში დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის შემდგომი განვითარებისათვის. ევროკავშირისა და აშშ-ის შუამავლობა ყველა მხარეს აძლევს შანსს, ღირსეულად შეთანხმდნენ და შემდეგ პოლიტიკური პროცესი სხვისი დახმარების გარეშე გააგრძელონ. ყველა ძალამ, რომელსაც სურს, შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავლისა და მისი ევროპული გზის წინაშე, ახლა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა“, – აცხადებს ჰუბერტ ქნირში.

ელჩის კომენტარი საქართველოში გერმანიის სელჩომ გაავრცელა.

🇩🇪 გერმანიის ელჩის კომენტარი:

მოხარული ვარ, რომ ქართული ოცნება დაეთანხმა დანიელსონის გეგმას. გეგმის ცალკეული პუნქტები…

Posted by Deutsche Botschaft Tiflis გერმანიის საელჩო თბილისი on Sunday, April 18, 2021