ჰუბერტ ქნირში - ევროკავშირის წევრობის გადმოსახედიდან ბევრი უნდა გაკეთდეს, საქართველოს მომავალი უნდა იყოს ლამაზი, საქართველო გახდება არაჩვეულებრივი ქვეყანა
ჰუბერტ ქნირში - ევროკავშირის წევრობის გადმოსახედიდან ბევრი უნდა გაკეთდეს, საქართველოს მომავალი უნდა იყოს ლამაზი, საქართველო გახდება არაჩვეულებრივი ქვეყანა

ევროკავშირის წევრობის გადმოსახედიდან ბევრი უნდა გაკეთდეს, საქართველოს მომავალი უნდა იყოს ძალიან ლამაზი, ეს გახდება არაჩვეულებრივი ქვეყანა, მგონი, გახდება სამოთხე, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის კოდი“ განაცხადა.

ელჩის თქმით, საქართველოს კარგი პოტენციალი გააჩნია.

„საქართველო არის არაჩვეულებრივი ქვეყანა, სადაც მე და ჩემი მეუღლე თითქმის ოთხი წელია ვცხოვრობთ, არამხოლოდ ტურისტები ვართ, ჩვენ მეგობრები ვართ ამ ქვეყნის. შეგვიძლია, გადავაადგილდეთ, ბევრი ვიაროთ, ლანდშაფტი ვნახოთ, გვყავს მეგობრები. ეს არის არაჩვეულებრივი ქვეყანა საცხოვრებლად და ამავდროულად ქვეყანა, რომელიც არის დიდი გული, მას აქვს დიდი პოტენციალი, კარგი შანსები. ბევრი უნდა გაკეთდეს, განსაკუთრებით დღეს, ევროკავშირის წევრობის გადმოსახედიდან. ეს არის აქტუალური საკითხი რეფორმებისა, რომლებიც ამისთვის უნდა განხორციელდეს. ვფიქრობ, ბევრი ადამიანი მზად არის, გაიაროს ეს ურთულესი გზა. საქართველოს მომავალი უნდა იყოს ძალიან ლამაზი, ეს გახდება არაჩვეულებრივი ქვეყანა, მგონი, გახდება სამოთხე“, – განაცხადა ქნირშმა.