ჰუბერტ ქნირში - ჩემი ინფორმაციით, გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ქართველების ერთი ჯგუფის პრობლემები უკვე აღმოფხვრილია
ჰუბერტ ქნირში - ჩემი ინფორმაციით, გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ქართველების ერთი ჯგუფის პრობლემები უკვე აღმოფხვრილია

საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის ინფორმაციით, გერმანიაში სეზონურად დასაქმებული ქართველების ერთ ჯგუფთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემა, რომელიც დაბინავებასა და ანაზღაურებას ეხებოდა, აღმოფხვრილია.

„ჩემი ინფორმაციით, ერთ კონკრეტულ ადგილზე, სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულთა ერთ ჯგუფთან შექმნილი პრობლემები უკვე აღმოფხვრილია. საქმე ეხებოდა ამ ჯგუფის დაბინავებასა და ანაზღაურებას. დღეს გავიგე, რომ ერთი პატარა კალათა მარწყვი გერმანიაში 5,5 ევრო ღირს. დასაქმებულები, რომლებიც მარწყვს კრეფენ, ერთ კალათაში სამ ევროს იღებენ, რაც საკმაოდ კარგი წილია ამ პროდუქტის ღირებულებისა. მაგრამ თუ ამ ჯგუფს ან სხვა დასაქმებულებს კიდევ ექნებათ რაიმე პრობლემა, მათ გადაიყვანენ სხვა დამსაქმებელთან. სხვათაშორის, ბოლო დღეებში გერმანიაში დასაქმებული ქართველების ჯგუფებისგან რამდენიმე წერილი მივიღე, სადაც მწერენ, თუ როგორ კარგ პირობებში არიან და როგორ მოსწონთ იქ, ეს ძალიან მახარებს“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

დატოვე კომენტარი