ჰუბეის პროვინციაში მეწყერის გამო რვა ათასზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა
ჰუბეის პროვინციაში მეწყერის გამო რვა ათასზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა

ჩინეთის პროვინცია ჰუბეიში რვა ათასზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. მიზეზი გადაუღებელი წვიმის შედეგად ჩამოწოლილი მეწყერი გახდა, რომელმაც მდინარე იანძის კალაპოტი ჩახერგა.

„როიტერის“ ინფორმაციით, დაგუბებული წყლის გადმოსვლისა და დასახლებული პუნქტების დატბორვის საფრთხის გამო, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოქალაქეების ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მეწყერი პროვინციაში სამშაბათს ჩამოწვა. მთას 1.5 მილიონი კუბური მეტრი ტალახისა და ქვის მასა მოწყდა.