ჰუბეის პროვინციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის საინკუბაციო პერიოდი შესაძლოა, 14 დღეზე მეტი იყოს
ჰუბეის პროვინციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის საინკუბაციო პერიოდი შესაძლოა, 14 დღეზე მეტი იყოს

კორონავირუსის საინკუბაციო პერიოდი შესაძლოა, 14 დღეზე მეტი იყოს. ამის შესახებ ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება. ჰუბეის პროვინციის ხელისუფლების განცხადებით, 70 წლის მამაკაცი კორონავირუსით დაინფიცირდა, თუმცა სიმპტომები მხოლოდ 27 დღის გასვლის შემდეგ გამოუვლინდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალი კორონავირუსის საინკუბაციო პერიოდი შესაძლოა, იმაზე გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე აქამდე ექიმებს ეგონათ.

ჰუბეის პროვინციის ხელისუფლების ცნობით, 70 წლის მამაკაცმა 27 იანვარს საკუთარი და ნახა, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული. მას სიმპტომები 20 იანვარს გამოუვლინდა და შემოწმების შემდეგ, მას კორონავირუსი დაუდგინდა.

ამ ინფორმაციიდან გამომდინარე, საერთაშორისო მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების შეჩერება შესაძლოა, კიდევ უფრო გართულდეს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ახალი კორონავირუსით სულ 77 662 ადამიანია ინფიცირებული. დაღუპულთა რაოდენობა 2 360-ია. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ჩინეთის ჰუბეის პროვინციაზე მოდის, საიდანაც დაიწყო ვირუსის გავრცელება. განკურნებულების რაოდენობამ კი 21 018-ს მიაღწია.