„ჰუალინგის“ აცრის ცენტრში საავიაციო სფეროს წარმომადგენლების ვაქცინაცია მიმდინარეობს
„ჰუალინგის“ აცრის ცენტრში საავიაციო სფეროს წარმომადგენლების ვაქცინაცია მიმდინარეობს

ჰუალინგში“ მდებარე აცრის ცენტრში საავიაციო სფეროს წარმომადგენლების ვაქცინაცია მიმდინარეობს. იმუნიზაციის პროცესში სხვადასხვა ავიაკომპანიის თანამშრომლები არიან ჩართული.

მფრინავებს, სტიუარდებს, ავიადისპეტჩერებსა და ავიაციის სხვა პროფესიების წარმომადგენლებს ვაქცინაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინირებით უტარდებათ.

სამოქალაქო ავიაციის სექტორის წარმომადგენლები ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფებს შორის საავიაციო კომპანიების თხოვნის საფუძველზე და პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მოხვდნენ.

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების თქმით, საავიაციო სფეროს წარმომადგენლების იმუნიზაცია სამომავლოდ ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკისთვის ტურიზმის, ასევე ავიაციის დარგის სწრაფ აღდგენას.