ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი - ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო ოპერაციამ დასავლეთ აზიაში ძალთა ბალანსი ხელახლა განსაზღვრა, გააძლიერა ქვეყნის დიპლომატიური შესაძლებლობები
ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი - ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო ოპერაციამ დასავლეთ აზიაში ძალთა ბალანსი ხელახლა განსაზღვრა, გააძლიერა ქვეყნის დიპლომატიური შესაძლებლობები

ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო ოპერაციამ დასავლეთ აზიაში ძალთა ბალანსი ხელახლა განსაზღვრა და გააძლიერა ქვეყნის დიპლომატიური შესაძლებლობები საერთაშორისო ასპარეზზე, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა განაცხადა.

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეაქო ქვეყნის უმაღლესი სამხედრო მეთაურები წარმატებული ოპერაციის ფრთხილად და გავლენიანად დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.

ჰოსეინ ამრიაბდოლაჰიანის განცხადებით, ისრაელზე საპასუხო იერიშმა ქვეყანაში გააძლიერა პატრიოტიზმის გრძნობა, ქვეყნის სტრატეგიული შეკავება და დააჩქარა სიონისტური რეჟიმის დამხობის ტემპი.