ჰორმუზის სრუტის ნაღმებისგან გასაწმენდად, ლატვია 20-მდე სამხედრო მოსამსახურეს გააგზავნის

14:14, 25.09.2026
სპარსეთის ყურის წყლებში მამაკაცები ცურავენ, მათ უკან კი, ჰორმუზის სრუტეში, გემები გადაადგილდებიან. 2026 წლის 7 სექტემბერი

სპარსეთის ყურის წყლებში მამაკაცები ცურავენ, მათ უკან კი, ჰორმუზის სრუტეში, გემები გადაადგილდებიან. 2026 წლის 7 სექტემბერი

24 სექტემბერს, ლატვიის პარლამენტმა (სეიმმა), ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მრავალეროვნულ სამხედრო ოპერაციებში ეროვნული შეიარაღებული ძალების მონაწილეობა დაამტკიცა. ლატვია, ჰორმუზის სრუტის ნაღმებისგან გასაწმენდად, 20-მდე სამხედრო მოსამსახურის გაგზავნას გეგმავს.

რეზოლუციის პროექტს 73-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი; წინააღმდეგ არავინ წასულა და არც თავი შეუკავებია.

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შედეგად, ჰორმუზის სრუტეში სხვადასხვა ტიპის საზღვაო ნაღმია განთავსებული. ლატვიას შეუძლია, მათ გაუვნებელყოფაში თავისი წვლილი შეიტანოს. ოპერაციაში ლატვიის ჩართულობა მკაფიოდ არის განსაზღვრული და გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს – ლატვიელი სამხედროები მონაწილეობას არ მიიღებენ ისეთ ოპერაციებში, რომელიც აშშ-ის, როგორც ირანთან კონფლიქტში მყოფი მხარის, დახმარებას ითვალისწინებს.

წინასწარი შეფასებით, ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის თავისუფლების უზრუნველსაყოფად საჭირო განნაღმვითი სამუშაოები, შესაძლოა, 12-დან 16 თვემდე გაგრძელდეს. ლატვიის მონაწილეობა აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციასა და დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ხელმძღვანელობით მოქმედ მრავალეროვნულ ძალებში 2028 წლის 1 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სტატიის ავტორი: ლატვიის საზოგადოებრივი მედიამაუწყებელი (LSM – Latvijas Sabiedriskie Mediji)

ფოტოს ავტორი: ატა კენარე, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი, 2026 წელი, 14:26 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი